ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაზეთ „ასოშიეთედ პრეს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი ანტი-კორუფციული კამპანიის განხორციელების დროს იგი ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის ქონების საკითხს დააყენებდა.
„მე არასდროს დავპირებივარ შევარდნაძეს, რომ არ ჩამოვართმევდი უკანონოდ მითვისებულ ქონებას. მე მას მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას დავპირდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან 4 იანვარს განაცხადა, რომ „რადიკალური ანტი-კორუფციული კანონმდებლობის“ შემოღება მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნებოდა პრეზიდენტის პოსტზე.
ამომრჩეველთა ხმების 25% დათვლის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 96% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები 7 იანვარს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)