Site icon Civil.ge

სააკაშვილმა და სხეფერმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 აპრილს ბრიუსელში ნატოს შტაბბინას ეწვია, სადაც მან შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰუფ სხეფერთან და დაესწრო ნატოს საბჭოს შეხვედრას.


„ჩვენ წარვუდგინეთ ნატოს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც საქართველომ 2002 წელს ოფიციალური განცხადებით მიმართა ნატოს ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადაწყვეტილი აქვს გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება და რეფორმირება“, – დასძინა პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)