Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი აბაშიძის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 5 მაისს ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩავიდა აბაშიძის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.


„ასლან აბაშიძე ვეღარ იქნება აჭარის ავტონომიის ლიდერი. ეს გადაწყვეტილია. ამჟამად, მთავარია მშვიდობიანად მოხდეს ძალაუფლების შეცვლა აჭარაში“, – განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს.


„ჩვენ შევხვდებით აბაშიძის წარმომადგენლებს და დეტალურ კომენტარს მოლაპარაკებების შემდეგ გავაკეთებთ“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)