აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 14 ივნისს მიესალმა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც რამოდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში მიაღწიეს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, თურქეთმა და უზბეკეთმა, გააუმჯობესეს ტრაფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებლები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ტრეფიკინგის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალური პირობების შესასრულებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)