Site icon Civil.ge

არძინბა აფხაზური ოპოზიციის ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს უწოდებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აფხაზური ოპოზიციის ქმედებებს აფასებს, როგორც პოსტ-საბჭოურ სივრცეში რუსეთის პოზიციების შესუსტებისკენ მიმართულ ღონისძიებას. “თუმცა რუსეთს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ ამ პროცესებს წინ აღუდგეს”, განაცხადა არძინბამ 3 დეკემბერს გაზეთ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“პუტჩისტების” მიერ, ასე მოიხსენიებს არძინბა ოპოზიციას, კრიზისიდან გამოსავლის ყველა შეთავაზებული წინადადების იგნორირება, “გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიცია სარგებლობს გარე ძალების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით”, აცხადებს არძინბა, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს ოპოზიციის უკან მდგომ ძალებში.

ოპოზიციის მიერ მთავრობის შენობების დაკავება და ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რასაც დღესაც იყენებს ოპოზიცია, როგორც  პროპაგანდის იარაღს, დე ფაქტო პრეზიდენტს აგონებს სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.


“პუტჩისტები კარგად მომზადებული სცენარის მიხედვით მოქმედებენ, მათ უკან მდგომ სცენარისტს კი რეგიონზე რუსეთის გავლენის დასუსტების მიზანი ამოძრავებს”, აცხადებს არძინბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)