ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას შეხვდება.
ხავიერ სოლანას პრეს-ოფისის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, ასევე კანონის უზენაესობის მისიის საკითხებს და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ევროკავშირის მიერ საქართველოში კანონის უზენაესობის მისიას 16 ივლისს ჩაეყარა საფუძველი. მისიის მიზანია დაეხმაროს ქვეყენას სასამართლო სისტემის რეფორმირებაში.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი ევრო-ატლანტიკური პარტიონობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)