Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრის პოსტზე ჩეჩელაშვილის კანდიდატურა გამოირიცხა

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტზე შესაძლო კანდიდატად მოიაზრება.


“თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ვალერი ჩეჩელაშვილს შევთავაზოთ პოსტი საქართველოს მთავრობაში”, განაცხადა ალანა გაგლოევამ 8 თებერვალს, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პოსტის შეთავაზებას აპირებს ხელისუფლება ჩეჩელაშვილისთვის.


პრეზიდენტის პრეს–სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ არაოფიციალურ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პრემიერ–მინისტრის პოსტზე ასევე განიხილება რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის კანდიდატურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)