საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ყირგიზ ხალხს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ “დაეხმარონ ახალ ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში”.
ერთობლივი მიმართვა 31 მარტს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააცნეს ბიშკეკს, რომელთა ერთთდღიანმა ვიზიტმა ყირგიზეთში “რეალური შედეგი გამოიღო“.
სალომე ზურაბიშვილი და ბორის ტარასიუკი ადგილზე გაეცნენ ყირგიზეთში შექმნილ ვითარებას და გამოთქვეს მზადყოფნა ოპოზიციასა და ასკარ აკაევს შორის შუამავლობის თაობაზე.
“ჩვენ გვჯერა, რომ დამდეგ არჩევნებზე ყირგიზი ხალხი თავის სიტყვას იტყვის… მანამ კი, მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა აღიდგინოთ და საყოველთაო ეროვნული შერიგებისკენ მიმავალი გზები იპოვოთ“, ნათქვამია საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივ მიმართვაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)