Site icon Civil.ge

ოპოზიციის მოთხოვნით ბაზებთან დაკავშირებით დეპუტატები ზურაბიშვილს მოუსმენენ

დღეს პლენარულ სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ იმ დოკუმენტის დეტალების საკანონმდებლო ორგანოსათვის გაცნობა მოითხოვა, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ცოტა ხის წინ, ახალი წინადადებების სახით, მიიღო თბილისმა მოსკოვიდან. ამ მიზნით ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მისვლის საკითხი დასვა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების პროცესში პლენარულ სხდომაზე დეტალებზე ღიად საუბარი არამიზანშეწონიდალ მიიჩნია, თუმცა მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიუროს ფორმატში ზურაბიშვილის მოსმენას.


“განწყობილი ვართ, რომ ორშბათს [23 მაისს, ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე] მიღწეული იქნება კონსტრუქციული შეთანხმება სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით“, განაცხადა 20 მაისს ნინო ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)