საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 14-16 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მე-60 სესიას დაესწრება.
პრეზიდენტთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეას ასევე დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ში ვიზიტის დროს დაგეგმილია “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში ამერიკის მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება.
აშშ-მ “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს 295.3 მლნ აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)