ნატოში გაწევრიანების თაობაზე პლებისციტის კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ნიშნავს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე უარის თქმას და ირანის წინააღმდეგ შესაძლო საომარ კამპანიაში ჩართვას, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ირინა სარიშვილმა 2 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”რა პასუხიც არ უნდა გასცეს ხელისუფლებას მოსახლეობამ ნატოზე [5 იანვარს პლებისციტზე], ის ნატოში ამითი მაინც ვერ შევა,”- განაცხადა სარიშვილმა, ”ნატოზე დადებითი პასუხის გაცემა ნიშნავს, ერთმნიშვნელოვნად, ტერიტორიებზე უარის თქმას, საქართველოს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე უარის თქმას და ირანთან პერსპექტივაში ომში ჩაბმას – პერსპექტივა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეიძლება სულ უახლოეს მომავალში განვითარდეს”.
ირინა სარიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, რომელიც კონკურენტებისაგან განსხვავებით ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს – რაც ასევეა კრემლის ოფიციალური სურვილი საქართველოსთან მიმართებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)