პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება.
ეს გიორგი მარგველაშვილის მესამე მოხსნება იქნება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
მის წინა ორ მიმართვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია, რაც ოპონენტების მხრიდან ამ პროცესის უპატივცემულობად ფასდებოდა.
1 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობის ახალი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ოთხშაბათს ქუთაისის პარლამენტში პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლას დაესწრება.
„პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, „პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია, ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)