Site icon Civil.ge

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მშპ-ს ზრდამ პირველ კვარტალში 2.3% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.3% შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.4% შეადგინა მას შემდეგ, რაც იანვარსა და თებერვალში 0.8%–იანი და 2.6%–იანი ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად.

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური)