პარლამენტმა 22 ივნისს 85 ხმით მხარი დაუჭირა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ოცეულის გაგზავნას ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობისთვის.
ოცეული იმ ხუთ ქართველ სამხედრო ოფიცერს შეუერთდება, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის მისიაში მსახურობენ.
საქართველო ევროკავშირის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიას 2014 წლის ივნისში შეუერთდა, როდესაც იქ 150 სამხედრო გაგზავნა.
2014 წლის დეკემბერში მისიაში ქართველი სამხედროების რაოდენობა 85 სამხედრომდე შემცირდა, რომლებიც იქ 2015 წლის მარტამდე მსახურობდნენ. მას შემდეგ საქართველო ხუთი ოფიცრით არის წარმოდგენილი მისიაში.
საქართველომ და ევროკავშირმა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ 2013 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)