Site icon Civil.ge

ცესკო: 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა

საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა. 

50 ერთმანდატიან ოლქში რეგისტრირებული 2 478 042 ამომრჩევლიდან, ცესკოს ინფორმაციით, 17 საათისთვის თავისი ნება 767 907-მა დააფიქსირა, 15 საათზე კი ხმა 626 954 (25.3%) ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული.

მცხეთა 51.6%-იანი აქტივობით მთელი დღის განმავლობაში ლიდერ ოლქად რჩება, გორის 41-ე ოლქი კი კვლავ ყველაზე პასიურია აქტივობის 17.7%-იანი მაჩვენებლით. 

მეორე ტურები თბილისში 18 ოლქსა და რეგიონების 32 ერთმანდატიან ოლქში მიმდინარეობს, სადაც ძირითადად ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში ის კანდიდატი მოიგებს, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

ცესკოს ინფორმაციით, 87 საჩივარია შესული საარჩევნო ადმინისტრაციებში, რომლებიც "ძირითადად მცირე პროცედურულ ხარვეზებს" ეხება, მათ შორის მარკირების წესის დარღვევას. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მარკირებული ამომრჩევლების „მასობრივი მისვლა“ დაფიქსირდა მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში, რაც „ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას“ ტოვებს. მისივე ინფორმაციით, ამ წესის დარღვევის ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ისნის, ფოთისა და ქუთაისის ოლქებში.  მარკირება ხმის მრავალჯერადი მიცემისაგან დამცავი პროცედურაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, რომელიც კენჭისყრის მიმდინარეობას აკვირდება, არჩევნების ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)