პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატი თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მის მრჩევლად 7 დეკემბერს დანიშნა.
ჯაფარიძე, რომელიც ქართულ ოცნებას 2012 წლის იანვრიდან შეუერთდა, წინა მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის 7 წელზე მეტი ხნით საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, ვიდრე 2002 წლის მარტიდან შევარდნაძის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს მდივნად გააგრძელებდა მუშაობას; 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მას 2004 წლის მარტამდე სააკაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ოთხი თვით ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)