ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ სხდომაზე, ბუნებრივი აირის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, სამი გაზმომმარაგებელი კომპანიის განაცხადი განიხილა და დააკმაყოფილა.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის, რომელსაც კომპანია ყაზტრანსგაზი ამარაგებს, სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 46.153 თეთრამდე გაიზარდა. აქამდე ტარიფი 45.620 თეთრს შეადგენდა.
ტარიფი რეგიონების მომხმარებლებისათვისაც გაიზარდა, რომელთა ნაწილს – კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი და ნაწილს კი საქორგგაზი ამარაგებს.
სოკარ ჯორჯიას მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, 56.940 თეთრით, საქორგგაზის მომხმარებლებისათვის კი 57.011 თეთრით განისაზღვრა.
სემეკის ინფორმაციით, ახალი სატარიფო სისტემა 2017 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება და ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)