Site icon Civil.ge

ანგელა მერკელი საქართველოს ესტუმრება

ანგელა მერკელი, ფოტო: facebook.com/AngelaMerkel

31 ივლისს, მამუკა ბახტაძისა და საქართველოში გერმანიის ელჩის ჰეიკე ფაიჩის შეხვედრის შემდეგ, პრემიერის პრესსამახურმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. .

შეხვედრაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გერმანიის კანცლერის ვიზიტს „ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად“ აფასებს.

ანგელა მერკელი, რომელიც გასულ წელს, არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ, გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს, საქართველოს პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ესტუმრა და მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ორ ქვეყანას შორის ბოლო მაღალი დონის შეხვედრა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინს სტუმრობდა, სადაც თავის გერმანელ კოლეგას შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)