Site icon Civil.ge

ჯანდაცვის სამინისტრო: ღორის გრიპით 18 ადამიანი გარდაიცვალა

წლევანდელ სეზონზე ღორის გრიპით 18 ადამიანი გარდაიცვალა, განუცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ Civil.ge-ს 18 იანვარს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 835 ადამიანი გრიპის მწვავე სიმპტომებით კვლავ საავადმყოფოებში რჩება (გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 845-ს შეადგენდა), მათ შორის 47 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში გადის მკურნალობას.

ჯანდადცვის სამინისტრომ განაცხადა ასევე, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათის მდგომარეობით, 100,000 მოსახლეზე იყო ღორის გრიპის 253 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას შემცირებულია სტაციონარებში, ასევე სასწრაფოს მიმართვიანობა, რაც გრიპით ავადობის მაჩვენებლის კლებაზე მიანიშნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)