19 მაისის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები
2019 წლის 19 მაისს ერთდროულად პარლამენტის, საკრებულოებისა და მუნიციპალიტეტების მერების შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, Civil. Ge მკითხველის ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად, მოახლოებული არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.
მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი (პარლამენტის შუალედური არჩევნები)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის N 1 მაჟორიტარული ოლქში ჯამში სულ 20 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 14 პოლიტიკური პარტიების, 6 კი – საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი.
ქვემოთ მოცემულია კანდიდატების სია, მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტები და საარჩევნო ნომრები ბიულეტენზე:
- ნიტა სიხარულიძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- გიორგი ანდრიაძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები – N 13;
- გიორგი ლილუაშვილი – საქართველო – N 17;
- გიორგი შალიკაშვილი – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- თებეა თენგიანი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- მამუკა ტუსკაძე – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- ვალისა ღვინჯილია – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე – N 28;
- ირმა რაზმაძე – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- ჯემალ ნადარეიშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- გერმანე საბო – გირჩი – N 35;
- ნოდარ ინანეიშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – N 41;
- ლევან იოსელიანი – საინიციატივო ჯგუფი – N 42;
- კობა დავითაშვილი – საინიციატივო ჯგუფი – N 43;
- სოფიო ხორგუანი – საინიციატივო ჯგუფი – N 44;
- გრიგოლ გეგელია – საინიციატივო ჯგუფი – N 45;
- იოსებ კობერიძე – საინიციატივო ჯგუფი – N 46;
- თამარ ალფაიძე – საინიციატივო ჯგუფი – N 47.
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული კვოტით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 43 868 ამომრჩევლისთვის 33 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ჯამში ხუთ მუნიციპალურ ქალაქში გაიმართება. ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო.
- ელენე გაბინაშვილი – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- აკმამედ იმამკულიევი – ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – N 2;
- ბექა სვანიძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/გაერთაინებული ოპოზიცია – N 5;
- ნინო ჯურხაძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- ლეილა ხარაიშვილი – საქართველო – N 17;
- ირენა სტურუა – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- ლისა სიხარულიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ნინიკო ჩხეტია – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- მალხაზი გორგასლიძე – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- ელისო ქართველიშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური გაერთიანება – N 33;
- ჯანო ჟვანია – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ილია პატარაია – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- ზაურ დარგალი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41;
- ალი ბადიროვი – საინიციატივო ჯგუფი – N 42.
- დავითი თხელიძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- კახაბერ კიკნაველიძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ბაქარი ხიჯაკაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- ანზორ ნებიერიძე – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – N 8;
- გიორგი წულაია – თავისუფალი საქართველო – N 9;
- ზვიად ბოლოკაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- გელა სალუქვაძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ინგა კელენჯერიძე – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- კახაბერი მაჩიტიძე – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- მანუჩარ სართანია – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- ნინა გოცაძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- პაატა ბაკურაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- რევაზ სხულუხია – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- გიორგი გოგლიჩიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – N 41;
- ვახტანგი რობაქიძე – საინიციატივო ჯგუფი N 42;
- კახაბერ ზარნაძე – საინიციატივო ჯგუფი – N 43.
- ირაკლი დემეტრაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- თეიმურაზ სამხარაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ტატო ურუშაძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- გიორგი ხაჭაპურიძე – მოძრაობა – თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- მზია სამხარაძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ანდრო მაღლაკელიძე – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- ზიტა ადამია – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- ირინა ცერცვაძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაოაბა – N 33;
- ალექსანდრე კეზევაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- მანანა გოგიჩაძე – ქრისტიან-კოსერვატორები – N 39;
- გივი მოდებაძე – ქართული ოცნება – დემოკრტიული საქართველო – N 41;
- ზურაბ კუპატაძე – საინიციატივო ჯგუფი – N 42;
- დავით ჭუმბურიძე – საინიციატივო ჯგუფი – N 43.
- მამუკა გერმანიშვილი – მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- გოგიტა ბიგვავა – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- სანდრა ელისაბედ როლოვს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- შავლეგი თოდუა – დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – N 8;
- სოფიო კანდელაკი – თავისუფალი საქართველო – N 9;
- ლიკა ბუკია – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- დათა გაბეჩავა – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ალექსი ნონიაძე – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- პაატა პირტახია – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- მალხაზ ლეჟავა – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- გიორგი ჩიაშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა (ედპ) – N 38;
- ნანი ხუციძე – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- გიორგი შენგელია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41;
- დომენტი სიჭინავა – საინიციატივო ჯგუფი – N 42;
- თენგიზ ჯგუშია – საინიციატივო ჯგუფი – N 43;
- დავით თორდია – საინიციატივო ჯგუფი – N 44.
- ვახტანგ ბერიძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- იოსებ თავართქილაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- საბა ბობოხია – თავისუფალი საქართველო – N 9;
- ზურაბი ჯორბენაძე – საქართველო – N 17;
- ზურაბ ცინცაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- ზურაბ ხიმშიაშვილი – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- მამუკა ქობულაძე – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- გია გაბეშია – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- ირაკლი ტუნაძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაოაბა – N 33;
- ნუგზარ ფუტკარაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ზაურ კომახიძე – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- როლანდ აბულაძე – საინიციატივო ჯგუფი – N 42.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალური მერების რიგგარეშე არჩევნებში ჯამში 342 288 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და მათთვის 361 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
საკრებულოს შუალედური არჩევნები
საკრებულოს შუალედური არჩევნები რვა მაჟორიტარულ ოლქში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში გაიმართება.
- სალმან კულივი – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- ნინო ხუციშვილი – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ირაკლი ჯინჭარაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- გიორგი გულარიძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- მაკა ხორბალაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- ნიკოლოზი ჯოგლიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ნოდარ ბურკაძე – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- ალა აშვეთია – პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო – N 27;
- ნონა კირთაძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- ნუკრი ჭოლაძე – ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა (ედპ) – N 38;
- გიორგი ჯანიბეგაშვილი – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- ზურაბ შინდელაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- მახამად ეიბოვი – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- ანი შაიშმელაშვილი – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ზურაბი შალოშვილი – თავისუფალი საქართველო – N 9;
- შოთა თავბერიძე – საქართველო – N 17;
- დარია ასლამაზიშვილი – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- მარინა პატიშვილი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ხატია ბაღიშვილი – პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო – N 27;
- გიორგი შაიშმელაშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- გელა ერაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ლალი სურმავა – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- როსტომ ალხანაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- გიორგი კოღუაშვილი – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- ზურაბ ხუციშვილი – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- მედეა სოლოდკო – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- ანიკო ბუცხრიკიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- დავით ალხანაშვილი – პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო – N 27;
- ცისანა მელიქიძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა N 33;
- დავითი ბახტაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- გრიგორი დარსანია – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- გენადი ბოლქვაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- ირაკლი გვალია – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- თამარი კასრაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- გაგა ლაბაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცი – N 5;
- ნათია ხმიადაშვილი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- გოდერძი ჩარკვიანი – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- ანა მოსაშვილი – პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო – N 27;
- ზაურ ქალდანი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- ნუგზარ ფერაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- თამაზ დოღაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- ილიკო ჩიკვილაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- ვახტანგი გაფრინდაშვილი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- გიორგი მარდალეიშვილი – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- ლიანა ქარელიძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- თეიმურაზ ჭუმბურიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41;
- ნოდარ ჩაჩანიძე – საინიციატივო ჯგუფი – N 44.
- ამირან ცარციძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- ზურაბ ჭიქაბერიძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- დავითი ლომიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – N 5;
- თორნიკე მუმლაძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- გიორგი სიდამონიძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- მარიამ სიხარულიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- მერაბი ყიფიანი – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- მარიამი ბაღდავაძე – პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო – N 27;
- ლალი ჩხიკვაძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- მირიან დეისაძე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ქეთევან გომართელი – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- რომან მაწკეპლაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41.
- ავთანდილ ბრეგაძე – საინიციატივო ჯგუფი – N 43.
- სოფიკო ხარაბაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- ზაურ ქაშიბაძე – ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – N 2;
- ნიკა გაბუნია – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- მაკარი გელაშვილი – თავისუფალი საქართველო – N 9;
- ვახტანგ ძიძიგური – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- დანიელ ჩხიკვაძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- ამირან უგულავა – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – N 24;
- თეონა შერგელაშვილი – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- ნინო გაგნიძე – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური პარტია – N 33;
- აკაკი კილასონია – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 38;
- ბესარიონ არველაძე – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- ომარ სინაურიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – N 41.
- ინგა სიდამონიძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- იაკობ ზაქარეიშვილი – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – N 2;
- ბესიკ ხმიადაშვილი – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- მარიამ მაჩაბერიძე – თავისუფალი საქართველო – N 9;
- დოდო სიხარულიძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 21;
- გიორგი მინდილაია – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 23;
- გოგა არაბიძე – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- ნაირა ჯავახიშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 33;
- თამარ ჩიტაია – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 28;
- ლევანი ობოლაძე – ქრისტიან-კონსერვატორები – N 39;
- დავით მდინარაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – N 41;
- ტოგო ჭელიძე – საინიციატივო ჯგუფი – N 42;
- კაკო თავდუმაძე – საინიციატივო ჯგუფი – N 43.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან. კერძოდ, ოთხიდან 10 ათასამდე მოსახლის შემთხვევაში – მაჟორიტარი დეპუტატის რაოდენობა ორით განისაზღვრება, 20 ათასამდე მოქალაქე – სამ მაჟორიტარს აირჩევს, ხოლო 35 ათასამდე ამომრჩევლის შემთხვევაში – ქალაქს ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 21 367 ამომრჩევლისთვის ჯამში 26 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
წინასაარჩევნო შეთანხმება ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის
წინასაარჩევნოდ პარტიები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ოლქებში კონკურენტი კანდიდატები არ უნდა დაეყენებინათ და მხარდაჭერა ერთმანეთის კანდიდატებისთვის გამოეცხადებინათ.
არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ევროპულმა საქართველომ ნაციონალური მოძრაობა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მათი განმარტებით, შეთანხმების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულში მერობის საკუთარი კანდიდატურა დაასახელა და მათ კანდიდატს საკუთარი კანდიდატი დაუპირისპირა.
ევროპული საქართველოს ბრალდებებს ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს. პარტიის ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონსულტაციების დროს, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მარნეულში ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდა. შესაბამისად, ისინი ევროპული საქართველოს ბრალდებებს არ იზიარებენ.
მიუხედავად ამისა, ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება კვლავ ძალაში რჩება და ისინი შუალედურ არჩევნებში ერთმანეთის კანდიდატების მხარდაჭერას განაგრძნობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)