არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
თუმცა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში, სადაც დღის განმავლობაში, რამდენიმე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. შედეგად კი, ხმის მიცემის პროცესი დროებით ფერხდებოდა.
სამართლიანი არჩევნების თქმით, ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების მუშაობის ხელის შეშლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებისა და საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ საუბნო კომისიებში 46, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარია წარდგენილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)