პროტესტის 41 დღე
ლევან სიხარულიძე
გახარიას გადადგომა არსებითს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უბრალოდ ფაქტი, რომ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად გადადგეს შს მინისტრი გამოავლენს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმას აქვს თავისი წონა. ეს წონა გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის დაგმობს

გიორგი მშვენიერაძე
თუ ხელისუფლების ამოცანა არის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატიულობის ის სახე, რომლითაც ცდილობდა აქამდე საზოგადოების ნაწილში მაინც საკუთარი თავის წარმოდგენას და პრეზენტაციას, მას მოუწევს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მის მიმართ წაყენებული.

ნინო დანელია
ახლა ჩვენ გვინდა, რომ შემდეგი ხელისუფლება, ვინც იქნება, ზუსტად იცოდეს, რომ ეს საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა განვითარებისკენ და ამ საზოგადოებას აღარ უნდა აღარც ერთი მინისტრი, რომელიც თავს უფლებას მისცემს იძალადოს საკუთარ მოქალაქეებზე.

ლევან ბერძენიშვილი
ჩვენ პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც გამოვიდა მთელი საზოგადოებრივი ფენა, მაგრამ ძირითადად გამოვიდა ახალგაზრდობა, რომელმაც გამოხატა პროტესტი იმიტომ, რომ ასაკოვან ხალხს ასე ვთქვათ, ატროფირებული აქვს ეროვნული ღირსების გრძნობა.
