სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. მან ამ პოსტზე ნიკოლოზ დიასამიძე შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ეკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილ უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს, იგი შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)