Site icon Civil.ge

ბორის ჯონსონი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

დიდი ბრიტანეთი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ფოტო: ბორის ჯონსონის Facebook-დან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

„ჩვენს ქვეყნებს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა აკავშირებთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებზე. გულწრფელად ვაფასებ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გაერთიანებული სამეფოს მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადადგა სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჯონსონის წერილში, რომელიც 8 ოქტომბრითაა დათარიღებული.

მან დაარწმუნა გახარია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ორი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორობის“ ერთგულია, მათ შორისაა მხარდაჭერა შიდა რეფორმების შემდგომი განხორციელების მიმართ ამ ეტაპზე და მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 8 სექტემბერს დაამტკიცა. გახარია, რომელსაც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მთავრობის ახალ მეთაურად მას შემდეგ წარადგინეს, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს თანამდებობა დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)