პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების ალტერნატიული პაკეტები განიხილა, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლას ითვალისწინებს.
ოპოზიციის ინიციატივის მიხედვით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 3%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. ამასთან, ქართული ოცნების ვერსიისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტი პარტიების ბლოკებად გაერთიანებასაც ითვალისწინებს.
საპარალემნტო უმავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო, ხოლო ოპოზიციის ინიცირებული – ახალი მემარჯვენეების წევრმა, მამუკა კაციტაძემ.
დეპუტატებმა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც, ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი კი ჩავარდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარდაჭერილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე 2020-დანვე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 13 ივნისს, 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინეს. თუმცა მმართველ პარტიაშ მაშინ აცხადებდნენ, რომ მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო წესის გადახედვა არ იგეგმებოდა და ის არსებული შერეული – მაჟორიტარული და პროპორციული წესით ჩატარდებოდა. არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება კი, 2024 წლისთვის იგეგმებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)