Site icon Civil.ge

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს

Irakli Chikovani. Photo: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა 21 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომ ირაკლი ჩიქოვანი, მისი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ახლადშემოღებულ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თანამდებობას დაიკავებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს „სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიასშორის“.

39 წლის ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც 2018 წლის დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა უკავია, ორივე თანამდებობას შეინარჩუნებს. 2012-2016 წლებში იგი ქართული ოცნების წევრი იყო პარლამენტში.

2010-2014 წლებში, ირაკლი ჩიქოვანი პარტია თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ხოლო 2007-2009 წლებში გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)