კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 21 აპრილამდე იქნება. ერთი კვირის შემდეგ კი – მას მერე, რაც ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, – თქვა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.
გამკაცრებული ზომების თანახმად, 31 მარტიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათიც გამოცხადდა. ახალი შეზღუდვები საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებასაც კრძალავს. შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს არ ეხება. ასევე, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი დაცარიელებული თბილისის შესახებ ფოტოამბავს გვთავაზობს.
კორონავირუსის პანდემიამ საცობებით ცნობილ თბილისში მანქანების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეამცირა. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საკვების მიტანის სამსახურის სკუტერი გიორგი სააკაძის აღმართზე, საბურთალოს რაიონი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
კაცს ტუალეტის ქაღალდი მიაქვს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ასეთი წარწერები მაღაზიებზე ჩვეულებრივ ამბად იქცა.ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 აპრილს ღია ბაზრები გაურკვეველი ვადით დაიხურა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ჩვეულებრივ მგზავრებით სავსე წერეთლის მეტროსადგური ცარიელია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგური. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ახალგაზრდებისთვის კარგად ცნობილი ბარი „პოლიტიკა“ დავით აღმაშენებლის გამზირზე დაკეტილია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ხელის ურიკები თბილისის დეზერტირების ბაზრის მახლობლად, თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე. ღია ბაზრები თბილისში 7 აპრილის შემდეგ დაკეტილია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
სადგურის მოედანი, რომელიც ჩვეულებრივ მგზავრებით, მოვაჭრეებითა და მომხმარებლებით არის გადატვირთული, ამჟამად დაცარიელებულია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თბილისის მეტრო 31 მარტიდან გაჩერებულია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ საკვების გატანების ან ადგილზე მირანის მომსახურების გაწევის უფლება აქვთ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ საკვების გატანების ან ადგილზე მიტანის მომსახურების გაწევის უფლება აქვთ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge