ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებით, 11 მაისს სოხუმში ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული სამუშაოების შედეგად, იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა.
ამავვე ინფორმაციით, ამოღებულია ხელყუმბარები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, ავტომატები, ტაქტიკური ჟილეტები, სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტყვია-წამალი.
რეგიონის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამოღებული იარაღის დიდი რაოდენობის გამო, მას ეჭვი აქვს, რომ სამალავის უკან „ადამიანები უნიფორმაში“ – სამხედროები ან უშიშროების თანამშრომლები დგანან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)