Site icon Civil.ge

„სუს-მა“ ფულის უკანონო გადარიცხვებისთვის ირანის ორი მოქალაქე დააკავა

სუს-მა ირანის ორი მოქალაქე დააკავა, 24 ივლისი, 2020, ფოტო: კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ივლისს „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე“ ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფულს ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით, საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე რიცხავდნენ.

უწყებისვე განმარტებით, ბრალდებულები ფულადი გადარიცხვების სანაცვლოდ „დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ“. კერძოდ, სუს-ის ცნობით, მათ მიერ უკანონოდ გადარიცხული თანხის საერთო მოცულობამ 12 603 569 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა შემოსავალმა – 504 142 ლარი შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)