ფოტოამბავი: ისტორიკოსებმა და აქტივისტებმა პატივი მიაგეს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას
სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თაოსნობით, 30 ივლისს, ე.წ. „ჩეკას“ ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1937 წელს, ზუსტად ამ დღეს, არასასამართლო ორგანო – ე.წ „ტროიკა“ შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საბჭოთა რეპრესიებს ასობით-ათასი მოქალაქის, მათ შორის, ათასობით ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისტორიკოსების ცნობით, 1924 წლის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, კომუნისტურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ 5 000-დან 7 000-მდე ქართველი დახვრიტეს.
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს კითხულობს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geინგოროყვას ქუჩა N22, სადაც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ადგილსამყოფელი თბილისში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geსაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geბანერზე ნაჩვენებ 1924 წლის ფოტოზე საქართველოსკენ მომავალი პოლიტიკური ემიგრანტების – ვალიკო ჯუღელის, ვიქტორ ცენტერაძის, გრიგოლ ცინცაბაძის, ვასილ ნოდიასა და ბენია ჩხიკვიშვილის – ათენში გზად გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი. ვალიკო ჯუღელი, დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაური, ასევე – ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისის დემოკრატიულად არჩეული პირველი მერი 1924 წელს დახვრიტეს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geსაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრ სარდიონ თევზაძის შვილიშვილი მანანა თევზაძე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სიას კითხულობს. სარდიონ თევზაძეც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დახვრიტეს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geინგოროყვას 22-ში განთავსებული საბჭოთა საიდუმლო პოლიციის შენობის ინტერიერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.geფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge