Site icon Civil.ge

COVID-19 – ყველა სიახლე: აგვისტო 2020 / არქივი

კოვიდ-19-ის შესახებ მიმდინარე სიახლეებისათვის ეწვიეთ ამ ბმულს.

31 აგვისტო, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 330-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 206-ია.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 18-ით გაიზარდა, კიდევ 19 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 18-ით – 1 487-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 240 გახდა.

30 აგვისტო, კვირა

14:00 – ოკუპირებული ცხინვალი რუსეთ-საქართველოს საზღვარს ხსნის

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალი 15 სექტემბრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარს ხსნის.

12:20 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 4 წლის ბავშვია. ეს 17 ივლისიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის დადასტურების პირველი ახალი შემთხვევაა.

11:00 დადასტურებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა, კიდევ 25 გამოჯანმართელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 1 469-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 25 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 221 გახდა.

29 აგვისტო, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 315-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციეტნტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 120- გახდა.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 1 462-მდე გაიზარდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1 196-ს შეადგენს.

28 აგვისტო, პარასკევი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 308 გახდა. ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, 2 აფხაზი პაციენტი სამკურნალოდ რუსეთში, დაგომისში გადაიყვანეს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 1 455-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთოა რაოდენობა 1 196 გახდა.

27 აგვისტო, ხუთშაბათი

19:15 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 21-ით გაიზარდა, კიდევ 2 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 21-ით – 295-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 117 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 11-ით გაიზარდა, კიდევ 40 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 11-ით – 1 447-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 190 გახდა.

26 აგვისტო, ოთხშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 14 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 274-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 14 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 115 გახდა, აქტიური შემთხვევები რაოდენობა კი – 155-ია.

12:00 – მთავრობა კინოების, თეატრებისა და საბავშვო ბაღების გახსნის თარიღებს ასახელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან კინოთეატრები გაიხსნება. აგრეთვე, 1 ოქტომბრიდან მუშაობას საბავშვო ბაღები და თეატრებიც განაახლებენ.

11:30 – დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი 2 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი 2 სექტემბერს გაიხსნება.

11:00 – დადასტურებული შემთხვეები 7-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 1 436-მდე გაიზარდა. არ გაზრდილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1 150-ია.

25 აგვისტო, სამშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 262-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 157-ს შეადგენს.

14:50 – ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში კარანტინი ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში ბოლო დროს კოვიდ-19-ის მეხუთე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, აფხაზეთის ხელისუფლებამ სოფელში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ოკუპირებული რეგიონის „ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის ნაწილს კოვიდ-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

14:45 – ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი. ეს ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-4 შემთხვევაა. 52 წლის კაცი 23 აგვისტოს გარდაიცვალა და ის ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ლაბრას მკვიდრი იყო.

11:15 – გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი 

ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ამით ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, რასაც თან ახლდა დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. მისივე თქმით, იგი სახლში მკურნალობდა და მას ასევე კოვიდინფიცირებული და უვლიდა.

„დაავადება ორივესთან მიმდინარეობდა მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებთ ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, 13 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 1 429-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 150 გახდა.

24 აგვისტო, ორშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 9 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით 247-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 101 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 143-ია.

18:15 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ამით ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

10:55 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 1 421-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთემდა კიდევ 5 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 137 გახდა.

23 აგვისტო, კვირა

13:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 242-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 92 გახდა.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 17-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 17-ით – 1 411-მდე გაიზარდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1 132-ია.

22 აგვისტო, შაბათი

10:55 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 1 394-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთ საერთო რაოდენობა 1 132 გახდა.

21 აგვისტო, პარასკევი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 234-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაცინტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 87 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 144-ია.

17:30 – ჩარტერული რეისები თელ-ავივის, კიევისა და მინსკის მიმართულებითაც დაინიშნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლის გარდა ჩარტერული რეისები თელ-ავივის, კიევისა და მინსკის მიმართულებაც დაინიშნა. ავიარეისებს შემდეგი ავიაკომპანიები შეასრულებენ – Belavia, Pegasus Airlines, Skyup Airlines და Turkish Airlines.

ჩარტერული რეისების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის გვერდზეა განთავსებული.

17:00 – UNICEF-მა სიღარიბეზე კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა წარადგინა

„გაეროს ბავშვთა ფონდმა“ (UNICEF) 21 აგვისტოს საქართველოში მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დამდგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად:

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული არასრულწლოვანთა (0-17) და პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეთათვის ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება. ორგანიზაციის შეფასებით, ამ გზით ძლიერი, მსუბუქი და საშუალო შოკების შემთხვევაში, სიღარიბის შემცირებაა მოსალოდნელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით“, – თქვა საქართველოში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

კვლევაში, მსოფლიო მასშტაბით, პანდემიის მოსალოდნელ შედეგებზეც არის ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „უახლოესი გაანგარიშებით“, 195 მლნ სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვაა ნავარაუდევი. ამასთან, შემცირებული ეკონომიკური აქტივობების გამო, შესაძლოა, დაახლოებით 42-66 მლნ ბავშვი სიღარიბეში აღმოჩნდეს.

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა, კიდევ 20 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული თემთხვევები 15-ით – 1 385-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 128 გახდა.

20 აგვისტო, ხუთშაბათი

21:30 – 29 აგვისტოდან „თურქეთის ავიახაზები“ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ცალმხრივ ფრენებს შეასრულებენ

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, 29 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე პერიოდში, „თურქეთის ავიახაზები“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ცალმხრივად იფრენენ.

ამავე ინფორმაციით, ფრენა კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, 03:55 სთ-ზე განხორციელდება. „თურქეთის ავიახაზებმა“ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები სამით გაიზარდა, კიდევ ორი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 224-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი, რითაც რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 82 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 139-ია.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვის-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 1 370-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 108 გახდა.

19 აგვისტო, ოთხშაბათი

19:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 221-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 80 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 138-ია.

15:00 – ჯანმო-მ აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (ჯანმო) აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის, სადეზინფექციო საშუალებებს, პერსონალურ დამცავ აღჭურვილობასა და ჟანგბადის აპარატებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია და გუდაუთის საავადმყოფოს პერსონალი მიიღებს.

ჯანმო-ს ჰუმანიტარული დახმარება „გაეროს“ ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით და საქართველოში „გაერო“-ს მუდმივი წარმომადგენელის საბინ მაქლის კოორდინირებით გაიგზავნა.

წყაროს ინფორმაციით, ტვირთი ევროკავშირისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიგზავნა.

13:15 – მიზნობრივი ტესტირებების წრე ფართოვდება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივი ტესტირებების წრე ფართოვდება და მათ ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი – ზღვისპირეთში მდებარე კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი დაემატებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ობიექტების პერსონალის სავალდებულო ტესტირება ხვალიდან დაიწყება. აგრეთვე, ბათუმის ბულვარში კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობით ტესტირებას შესთავაზებენ.

13:00 – 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება. დაბა მესტიასა და ლენჯერში კი – ინტენსიური ტესტირებები გაგრძელდება და შესაბამისი გადაწყვეტილება „არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება“.

ადგილზე არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა და ადგილზე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა, კიდევ 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 1 361-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 098 გახდა.

18 აგვისტო, სამშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 202-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 78 გახდა, აქტიური შემთხვევების რიცხვი კი – 121-ია.

18:00 UNICEF-მა ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარება გაუგზავნა 

გაეროს ბავშთა ფონდმა (UNICEF) ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო-პროფილაქტიკურ და სოციალურად ორიენტირებულ დაწესებულებებს ჰუმანიტარული დახმარების მეორე პარტია გაუგზავნა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთში შედის 29 000 სამედიცინო ნიღაბი, 58 000 სამედიცინო ხელთათმანი, 500 სამედიცინო ხალათი, 655 ლიტრი თხევადი საპონი, 670 ლიტრი ხელის სანიტაიზერი, 1 085 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი ზედაპირების დასამუშავებლად და 80 ცალი უკანტაქტო თერმომეტრი.

UNICEF-მა სამედიცინო დახმარების პირველი პარტია ოკუპირებულ რეგიონში მაისში გაგზავნა.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 1 351-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი უცვლელია და კვლავ 1 092-ს შეადგენს.

17 აგვისტო, ორშაბათი

20:15 – ოკუპირებულ აფხაზეთში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 197-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 77 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 117-ია.

18:00 UNDP-მ აფხაზეთში სამედიცინო დახმარების მეხუთე პარტია გაგზავნა 

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „გაეროს განვითარების პროგრამამ“ (UNDP) გუდაუთის საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი აღჭურვილობისა და სხვა ნივთების მეხუთე პარტია გაგზავნა, რომლის საერთო ღირებულებაც 26 200 აშშ დოლარს შეადგენს.

ჰუმანიტარული ტვირთი შეიცავს 2 000 ბიოდამცავ სამედიცინო ტანსაცმელს, 140 N95 რესპირატორს, 20 უკონტაქტო ინფრაწითელ თერმომეტრს, 10 000 სხვადასხვა ზომის ნიტროლის ხელთათმანს, 4 000 ბახილს, 300 ლიტრ ხელის სანიტაიზერს, 250 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს, 10 დეზობარიერსა და 250 ლიტრ ანტიბაქტერიულ ხელის საპონს.

17:00 – საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 30 სექტემბერის ჩათვლით გახანგრძლივდა. სააგენტოსვე ცნობით, შეზღუდვა მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით უკვე დანიშნულ ავიარეისებს არ ეხებათ.

11:00 – ოკუპირებული აფხაზეთი კოვიდ-19-თან საბრძოლველად მოხალისე სამედიცინო პერსონალს იხმობს

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმების დასახმარებლად, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, მოხალისეებს იხმობს.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, აფხაზეთში ექიმები ბევრს მუშაობენ, იღლებიან და ავადდებიან. დღეს პერსონალის დეფიციტია, ვინაიდან პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა 16 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონის „ჯანდაცვის სამინისტრომ“.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 1 341-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 092 გახდა.

16 აგვისტო, კვირა

12:40 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტრებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით 189-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, რითაც ოკუპირებულ რეგიონში განკურნებულთა საეროთ რაოდენობა 69 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი 117-ია.

ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, რეგიონის ერთი მკვიდრი სამკურნალოდ „უცხოეთში გააგზავნეს“.

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 1 336-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – კვლავ 1 088-ს შეადგენს.

15 აგვისტო, შაბათი

11:00 – დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 1 321-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 088 გახდა.

14 აგვისტო, პარასკევი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 8 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 26-ით – 182-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 66 გახდა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 113-ია.

13:00 – განათლების სამინისტრომ მოახლოებული სასწავლო წლისთვის სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

უწყების ინფორმაციით, სკოლებში სავალდებულო იქნება:

სამინისტროსვე ცნობით, სკოლები გაკვეთილების ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავენ (მინიმუმ 30 წუთი). ასევე, კლასების მიხედვით, თავადვე გადაწყვეტენ გაკვეთილების დაწყების დროსაც (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ).

გარდა ამისა, სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სწავლების შერეული მოდელის დანერგვაც. კერძოდ, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ ერთი დღე, VII-XI კლასებში მაქსიმუმ ორი დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ სამი დღე.

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 23-ით გაიზარდა, კიდევ 17 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 23-ით – 1 306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 085 გახდა.

13 აგვისტო, ხუთშაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 156-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 58 გახდა.

09:45 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით – 1 283-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კიდევ 10 პაციენტი მიემატა, რითაც ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 068 გახდა.

12 აგვისტო, ოთხშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა, კიდევ 1 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 155-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 51 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 101-ია.

11:00 – მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა. 12 აგვისტოდან, მოქალაქეები 14-ის ნაცვლად და 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და თვითიზოლაციაშიც ამდენივე ხანს გაატარებენ.

10:45 – დადასტურებული შემთხვევები 12-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 14-ით – 1 278-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 058 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო გაჩიანია, ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო 12 ახალი პაციენტი კი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერიდანაა.

11 აგვისტო, სამშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 50 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 95-ია.

11:00 – ოკუპირებულ ცხინვალში ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მაისიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში ჯამში ვირუსის სულ 89 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 14-ით გაიზარდა, კიდევ 44 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 14-ით – 1 264-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 054 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინე ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი ინფიცირებულიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სამი შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიასვე განცხადებით, 44 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან, ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.

10 აგვისტო, ორშაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 143-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 45 გახდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი – 95-ია.

15:00 – მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

ადგილზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება და დამატებითი შეზღუდვები წესდება.

კერძოდ, დაბა მესტიაში, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში მკაცრი საკარანტინო ზომები წესდება, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა იკრძალება, ასევე წესდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის გადაადგილებაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს ექნებათ. აგრეთვე, თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში გაკონტროლდება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა.

ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირებები ჩატარდება, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას კი – პოლიცია გააკონტროლებს.

გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ და ყველა მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტს დატოვებს სავალდებულო კარანტინს გაივლის.

მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და ლენჯერში იმყოფებოდნენ, კოვიდ-19-ის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მოუწოდებს ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან გადაუდებელი დახმარების ცენტრს – 112-ს დაუკავშირდნენ.

13:30 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 დღიანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა და წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა.

დღეიდან, ადგილზე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებიც გაუქმდა და ყარაჯალარის მკვიდრები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ.

10:45 – დადასტურებული შემთხვევები 25-ით გაიზარდა, კიდევ 10 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 25-ით – 1 250-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 010 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას თქმით, 25 დადასტურებული ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის წყაროდან არის, 1 აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია, 1 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 16 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ხოლო 1 ახალი ინფიცირებულის წყაროს დადგენისა და კონტაქტების გამოვლენის მიზნით კი, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მოგვიანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა მედიასთან საუბარში განმარტა, რომ 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მისივე თქმით, ვირუსი მესტიაში სტუმრად ჩასულ ერთ-ერთ ადამიანს აღმოაჩნდა.

„როგორც კი ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეპიდემიოლოგებმა დაიწყეს კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან დადასტურებულია 17. ამ ეტაპისთვის მიმდინარებს მათი შესაბამის კლინიკებში გადმოყვანა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

9 აგვისტოს, კვირა

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 1 225-მდე გაიზარდა. კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 000 გახდა.

8 აგვისტო, შაბათი

20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვოდ-19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 134-მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ტურისტია. იგი სამკურნალოდ სამშობლოში დააბრუნეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 38 გახდა.

ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 93-ს შეადგენს.

10:50 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 2 გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 1 216-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 996 გახდა.

7 აგვისტო, პარასკევი

18:45 – ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.

10:45 – დადასტურებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით 1 213-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 994 გახდა.

6 აგვისტო, ხუთშაბათი

18:45 – ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 5-ით – 114-მდე გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, რეგიონში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 74-ს შეადგენს.

10:00დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა, კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 1 206-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 987 გახდა.

5 აგვისტო, ოთხშაბათი

19:25 – ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 2-ით – 109-მდე გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, რეგიონში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 69-ს შეადგენს.

10:45 – დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა, კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 15-ით – 1 197-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 974 გახდა.

4 აგვისტო, სამშაბათი

19:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-ით – 107-მდე გაიზარდა. არსებული მომენტისთვის, ოკუპირებულ რეგიონში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 67-ს შეადგენს.

10:35 – გამოვლინდა 3 ახალი შემთხვევა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 1 182-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 962 გახდა.

3 აგვისტო, ორშაბათი

10:35 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, კიდევ 4-ით გაიზარდა 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 1 179-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 959 გახდა.

2 აგვისტო, კვირა

10:30 – დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 1 177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 955 გახდა.

1 აგვისტო, შაბათი

21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.

10:15 – დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 1 171-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 947 გახდა. ამჟამად, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 207-ია.

კოვიდ-19-ის აგვისტომდელი საარქივო მასალებისათვის ეწვიეთ ბმულებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)