Site icon Civil.ge

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურის“ ახალ ხელმძღვანელად 41 წლის რობერტ კიუტი დაინიშნა, ფოტო: Apsnypress

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 10 თებერვალს რეგიონის „უშიშროების სამსახურის“ ახალ ხელმძღვანელად 41 წლის რობერტ კიუტი დანიშნა. მანამდე, 2020 წლის მაისიდან, იგი ამავე უწყებაში ხელმძღვანელის მოადგილედ და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

რობერტ კიუტმა უშიშროების სამსახურში მუშაობა 2003 წელს დაიწყო და 2011 წლიდან მოყოლებული მაღალი თანამდებობები ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)