საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 26 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11.5%-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, მიუხედავად საერთო შემცირებისა, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის მშპ 6.1%-ით შემცირდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)