Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მარტში 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3%-ით შემცირდა და  2.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა ექსპორტი და 820.6 მლნ. აშშ დოლარი გახდა, იმპორტმა კი – 2.4%-ით იკლო და 1.95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.13 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-მარტში 419 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 329.8 მლნ, 292.6 მლნ, 250.3 მლნ და 160 მლნ აშშ დოლარით.

109.8 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია, შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 109.5 მლნ, 104.6 მლნ, 75.6 მლნ და 66.4 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ 343.3 მლნ, 220.4 მლნ, 182.8 მლნ, 145.7 მლნ და 129.6 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-მარტში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 158.8 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 86.6 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 83.7 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 43.9 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 29.8 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 29.4 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 28.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 19 მლნ აშშ დოლარი; მაისურები – 15.5 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 300.6 მლნ აშშ დოლარი.

2021 წლის იანვარ-მარტში მსუბუქი ავტომანქანები 168.5 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 145.8 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 141.9 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 129.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 70.7 მლნ აშშ დოლარი; მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 41.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 39.5 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 39.5 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 31.7 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 21.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)