ფოტოამბავი: უკრაინის მხარდამჭერი და ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო აქცია თბილისში
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, 25 თებერვალს დედაქალაქის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
აქციამდე, მოქალაქეებმა პრემიერის განცხადებისადმი უკმაყოფილება Facebook-ის საშუალებით გამოხატეს და დაწერეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს, მათი, როგორც რიგითი მოქალაქეების პოზიციას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი – პარლამენტთან გადაინაცვლეს.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადუვმა, მოქალაქეების გუშინდელი პროტესტი ფოტოებში ასახა:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)