ფოტოამბავი: უკრაინის მხარდამჭერი აქციის მესამე დღე თბილისში

26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა გასაპროტესტებლად და მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად დედაქალაქის ქუჩებში უკვე მესამედ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად აქცია 19:00 სთ-ზე პარლამენტის შენობასთან დაიწყო, დაახლოებით 23:00 სთ-ისთვის კი – თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლა, სადაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აკომპანიმენტით, მომღერალმა ნინო ქათამაძემ ქართული და უკრაინული სიმღერები შეასრულა, მათ შორის, ჰიმნები

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა საპროტესტო აქციის მესამე დღე ფოტოებში ასახა:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)