Site icon Civil.ge

პროევროპული აქციის ორგანიზატორებმა ევროკავშირის საბჭოს მიმართეს

პროევროპული აქცია პარლამენტთან, 20 ივნისი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დღეს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის საბჭოს / ევროპულ საბჭოს მიმართეს, რომელმაც 23-24 ივნისს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო პასუხი უნდა მიიღოს.

„ახლა, როდესაც ჩვენს ევროპულ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასე ახლოს არის, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ სხვებზე მეტად ირწმუნებთ ჩვენში და ჩვენს მეგობრებთან – უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსს საქართველოსაც მიანიჭებთ“, – ვკითხულობთ ტექსტში.

დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციისას წაიკითხეს, ნათქვამია, რომ „ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, რადგან ჩვენთვის უკეთესი ალტერნატივა არასდროს არსებულა“.

„საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ერია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ ევროპულ ოჯახთან გაერთიანების შესახებ ამ ქვეყნის თითოეული თაობის ოცნებას“, – ნათქვამია მიმართვაში.

„ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად გვჯეროდა ევროპის და გადავიხადეთ ჩვენი ევროპული არჩევანის საბოლოო ფასი: ჩვენ გვჯეროდა თქვენი ყველაზე მეტად, რადგან თქვენი უწყვეტი დახმარებით ჩვენ შევძელით ჩვენი ერის აღდგენის დაწყება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)