Site icon Civil.ge

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 26 თებერვალი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აგვისტოს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დაიღუპა.

მედიის ცნობით, დაღუპული მებრძოლი გელა გოგიაა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა, რის შედეგადაც ის სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში, უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, რომეო ფარულავამ თქვა, რომ გელა გოგიასთან ერთად, კიდევ ოთხი მებრძოლი დაიჭრა, მათგან ერთი უკრაინელი, სამი კი – ქართველი. გავრცელებული ცნობებით, ისინი მსუბუქად არიან დაჭრილნი.

საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს გარდაცვლილის ოჯახთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე მუშაობს.

გელა გოგიას სამშობლოში, სავარაუდოდ, უკვე მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)