საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 1 სექტემბერს ქართული ოცნებიდან გასული პარლამენტის ოთხი დეპუტატის მხრიდან აშშ-ის მიმართ „კრიტიკას“ და „პოლემიკას“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“.
- ოცნებიდან“ წასულები: ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო
- ქართულ ოცნებას სამი დეპუტატი ტოვებს
„მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით“, – უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმა თბილისში, „ევრობასკეტის“ შეჯიბრების გახსნისას.
აღნიშნა რა რომ „ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ“, პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ „უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“.
მანვე „ყველა თანამოქალაქეს“ შეახსენა, რომ ისეთი პატარა სახელმწიფოების სტაბილურ განვითარებას, როგორიც საქართველოა, „სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. ისეთების, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები“.
„ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ძალიან ძლიერი ხალხი პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მანვე დასძინა, რომ მისი, როგორც პრემიერმინისტრის როლი არის ის, რომ „მაქსიმალურად გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ევროკავშირთან – ეს არის ჩვენი მთავარი გეზი“.
- რეგიონების საკრებულოები ქართული ოცნების კიდევ სამმა წევრმა დატოვა
- რეგიონების საკრებულოებში „ოცნების“ წევრები პარტიასა და თანამდებობებს ტოვებენ
პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც „თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით“. „ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს“, – დასძინა მან.
ხაზი გაუსვა რა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან მმართველი გუნდის „მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას“, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში“.
- ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის განცხადება შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის
- ირაკლი კობახიძე ომში ჩართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირებს
პრემიერმინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებულ „ბევრ გამოწვევაზე“, მათ შორის, ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „ამას სჭირდება ბევრი მუშაობა“. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი“, – დასძინა მან.
დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი ამ ქვეყნაში ყველა ადამიანს „აქვს და ექნება“ გამოხატვის თავისუფლება, თუმცა შეახსენა თანამოქალაქეებს, რომ „ჩვენი მთავარი ინტერესი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება“.
„უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მმართველი გუნდის გზავნილს იმეორებს
- ქართული ოცნება უარყოფს ბრალდებას, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)