Site icon Civil.ge

ვაზიანში ნატოს სამხედრო სწავლებები იწყება

(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002”-ის სამხედრო სწავლებები, რომელიც ნატოს ყოველწლიური პროგრამა პარტიორობა მშვიდობისათვის ფარგლებში ხორციელდება, დღეს სტარტს იღებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

სამხედრო წვრთნებში ნატოს 6 წევრი და 9 პარტნიორი ქვეყნის დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. ისინი სამშვიდობო ოპერაციის შემთხვევებში ხმელეთზე მანევრირებას შეისწავლიან.

“კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002″-ის წვრთნები წლების წინ დაიგეგმა და, შესაბამისად, კავშირი არა აქვს მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესებთან”, – აღნიშნა წვრთნების თანადირექტორმა პოლკოვნიკმა სერჟ ლაბემ 15 ივნისს გამართულ დაწყებით პრესკონფერენციაზე.

წვრთნები “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად გასულ წელს ფოთში გაიმართა და ის, ძირითადად, საზღვაო სწავლებებზე იყო ორიენტირებული.

1999 წლის სტამბულის შეთანხმების თანახმად ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსულმა ნაწილებმა 2001 წლის ივნისის მიწურულს დატოვეს. ბაზის მოდერნიზაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ინფორმაცია შესაბამის თემაზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)