ქართულმა ოცნებამ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის მმართველი პარტიის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა.
„ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში“, – განაცხადა მან.
- „სამართლიანი არჩევნები“: სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს
- „საია“ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
კობახიძისვე თქმით, შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება „ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია – „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ“.
მანვე თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას არჩევნებში ზაზა ყურაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)