საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს – „ევრობასკეტ-2022-ს“ მასპინძლობს
პირველად საქართველოს ისტორიაში, 1-7 სექტემბერს ქვეყანა კალათბურთში ევროპის 41-ე ჩემპიონატს – FIBA ევრობასკეტ-2022-ს მასპინძლობს.
ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული საკალთბურთო ნაკრები მონაწილებს და მას საქართველოსთან ერთად ჩეხეთი, გერმანია და იტალიაც მასპინძლობენ.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, თბილისში, 31 აგვისტოს, რიყის პარკში გაიმართა, სადაც კალათბურთის გულშემატკივრებისთვის ე.წ. „ფან ზონაც“ მოეწყო.
https://www.facebook.com/GeoBasketball/posts/6159265410756562
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის და ჩვენ ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მასპინძელი „ევრობასკეტის“. ჩვენ ამ ჩემპიონატს დავხვდით ღირსეულად, ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი“, – თქვა პრემიერმა 1 სექტემბერს საქართველო-ბელგიის ეროვნული საკალთბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრის დაწყების წინ და კალათბურთელებს „წარმატება“ და „გამარჯვებები“ უსურვა.
კალათბურთისა და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრებს „ამ უპრეცედენტო ღონისძიების“ საქართველოში ჩატარება მიულოცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც და საქართველოს საკალთბურთო ნაკრებს წარმატებები უსურვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)