რეფორმატორები შევარდნაძეს საბოლოოდ ემიჯნებიან
სააკაშვილის განცხადებით აუცილებელია დაიწყოს სახალხო მოძრობა აბაშიძე-შევარდნაძე-კანცელარიის არადემოკრატიული კოალიციის წინააღმდეგ, რათა საქართველო საბოლოოდ არ აღმოჩნდეს ჩათრეული კორუფციისა და მაფიოზური კლანების მორევში. მოსალოდნელია, რომ ამ მოძრაობაში პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია და მისი თანამოაზრეებიც შევლენ, რადგან იუსტიციის ექს-მინისტრი უკვე ღიად აცხადებს, რომ იგი ჟვანიას გუნდის წევრია, რომელიც აბაშიძე-შევარდნაძის კავშირს უპირისპირდება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს სახალხო მოძრაობა იგი არ აკონკრეტებს.
This post is also available in: English (ინგლისური)