ნებისმიერი ამოუცნობი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნება
ქართული შეიარაღებული ძლაები ჩამოაგდებენ ნებისმიერ სამხედრო თვითმფრინავს რომელიც დაარღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ კოდორის ხეობაში ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით. თევზაძე ირწმუნება, რომ საქართველოს აქვს საშუალება განახორციელოს ასეთი ქმედებები. მას შემდეგ, რაც ექსპერტები დაასრულებენ ადგილზე მტკიცებულებების შეგროვებას ოფიციალურად დაედება ბრალი კონკრეტულ მხარეს. თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ ამ დაბომბვის განხორციელება შეეძლოთ როგორც რუსებს, ასევე აფხაზებსაც. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლება სოფლების დაბომბვაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
This post is also available in: English (ინგლისური)