ფრაქცია “მაქალაქეთა კავშირის” ახალი თავჯდომარე
მერაბ ტყეშელაშვილი ფრაქცია “მაქალაქეთა კავშირის” ახალ თავჯდომარედ აირჩიეს. დღეს გამართულ ფრაქციის სხდომაზე “მოქალაქეთა კავშირის” წევრებმა დააკმაყოფილეს ფრაქციის უკვე ყოფილი თავჯდომარის რევაზ ადამიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ფრაქციის თავჯდომარის მოადგილისა და მდივნის პოსტებს. ამის შესახებ ფრაქციაში მომავალ კვირას იმსჯელებენ. ფრაქცია “მოაქალაქეთა კავშირში” ამჟამად 49 დეპუტატია დარჩენილი. თავდაპირველად ფრაქციაში 120 პარლამენტარი შედიოდა.
This post is also available in: English (ინგლისური)