საქართველოს ტერიტორია დღეს ორჯელ დაიბომბა
დღეს დილით, 4:00 საათზე კოდორის ხეობაში რუსეთის მხრიდან სუ-25 ტიპის გამანადგურებლები შემიჭრნენ, რომლებმაც ქართული სოფლები აძგარაზა და პტიში დაბომბეს, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. დღესვე დილის 9 საათზე ოთხმა სუ-25 მეორედ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამჯერად უკვე მარუხის უღელტეხილი დაბომბა. თავდაცვის სამინისტროს მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია. ანალოგიური შემთხვევა მოხდა გუშინაც, როდესაც ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილი დაბომა. ოფიციალური თბილისი მომხდარს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად მიიჩნევს. რუსეთი ბრალდებას უარყობს.
This post is also available in: English (ინგლისური)