კოალიცია რომელსაც ვხელმძღვანელობ ყოველთვის იმარჯვებს – აცხადებს ჟვანია

პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია “ნეზავისიმაია გაზეტას” შეკითხვაზე როგორ აფასებს ასლანტ აბაშიძის ბლოკის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, პასუხობს: “რთული იწინასწარმეტყველო არჩევნების შედეგები, რომელიც ორი წლის შემდეგ უნდა გაიმართოს, თუმცა მე მივეჩვიე, რომ ბლოკი, რომელსაც ვხელმძღვანელობ ყოველთვის იმარჯვებს”.

ზურაბ ჟვანია კვლავაც რჩება “მოქალაქეთა კავშირის” ერთ-ერთ ლიდერად, იმის მიუხედავად რომ პარტიაში აშკარად დაიწყო დეზინტეგრაციის პროცესი, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარტიის თავჯდომარეობის პოსტი დატოვა.  

This post is also available in: English (ინგლისური)