რეფორმატორები გენპროკურატურას სასამართლოში უჩივლებენ

(თბილისი. 7 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დეპუტატები კოტე კემულარია და პეტრე ცისკარიშვილი გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

გენერალური პროკურორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ თემურ კვირკველიამ პეტრე ცისკარიშვილი, კოტე კემულარია და რეფორმატორთა დანაჩენი წარმომადგენლები ნარკობიზნესთან კავშირში დაადანაშაულა.

“გენერალურმა პროკურატურამ იმ პოლიტიკოსების დევნა დაიწყო, რომლებიც სამართალდამცველი ორგანოებს აკრიტიკებენ,” განაცხადა კოტე კემულარიამ. 

This post is also available in: English (ინგლისური)