შევარდნაძემ გენერალური პროკურორის კანდიდატურა უკან გაიწვია
(თბილისი. 20 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ, გუშინ გვიან ღამით, მოულოდნელად უკან გაიწვია ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურა. პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გაბრიჩიძის კანდიდატურა გუშინ, დღის პირველ ნახევარში წარუდგინა პარლამენტს. მოსალოდნელი იყო, რომ ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია, პარლამენტის მიერ დამტკიცებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის წარადგენს პრეზიდენტი გენერალური პროკურორის პოსტზე.
This post is also available in: English (ინგლისური)