პარლამენტმა ოთხი მინისტრობის კანდიდატი დაამტკიცა
(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა შინაგან საქმეთა, უშიშროების, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატურები დაამტკიცა. დეპუტატემბა ერთსულოვნად აირჩიეს თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე, შინაგან საქმეთა მინისტრად – კობა ნარჩემაშვილი, უშიშროების მინისტრად – ვალერი ხაბურძანია და იუსტიციის მინისტრად – როლანდ გილიგაშივლი. პარლამენტი დანარჩენი კანდიდატურების განხილვას კვლავ აგრძელებს, თუმცა შესაძლოა კენჭისყრები დეპუტატებმა დღეს ვეღარ მოასწრონ და ხვალისთვის გადადონ.
This post is also available in: English (ინგლისური)